სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდება – NATO-მ ინფორმაცია განაახლა
NATO-ს მიერ განახლებული განცხადების თანახმად, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, გაუქმდა. შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.