ვისი ზეწოლის მსხვერპლია ბიძინა ივანიშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
რა ახალი მტკიცებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილს გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ ეს მისმა ადვოკატმა არ იცის."პირველებთან" ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანი თავს არიდებს კითხვას ვინ აშანტაჟებს ივანიშვილს და ვისი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია. ყიფიანის თქმით, ის ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას არ იცნობს.
ალბათ სჯობს ეს კითხვა ივანიშვილს დაუსვათ. ჩემი მხრიდან რისი თქმის საჭიროებაც ჩავთვალე და როგორიც იყო ჩემი შეფასება ყველაფერი ჩამოყალიბებული არის. ჩვენი მოლოდინი არის სასარჩელო მოთხოვნა ზუსტდება და სხვადასხვა დაანგარიშების მოდელები იქნება", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
ივანიშვილის სასამართლო პროცესი სინგაპურში სექტემბერშია ჩანიშნული. ივანიშვილი შვეიცარული ბანკისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც მისი მტკიცებით 800 მლნ დოლარზე მეტია.