ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ სოფელ ზარდიანთკარში ე.წ. გამყოფი ხაზი გაავლო
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. რუსი სამხედროები სოფელ ზარდიანთკარში დილიდან გამოჩდნენ და იქ ხნულების გავლება დაიწყეს. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, უკვე გავლებულია 700 მეტრის სიგრძის გამყოფი ღობე.
სოფლის შესავლელში პოლიცია დგას და იქ არავის უშვებს, შესაბამისად, ჟურნალისტებს ადგილზე მისვლის და სიტუაციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევათ.
ზარდიანთკარის მცხოვრებლები შეშინებული არიან და აცხადებენ, რომ ე.წ. გამყოფ ხაზს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და რუსი სამხედროები ყოველდღე კვეთენ.
ხალხი შეშინებულია, იმხელა ამბავია უკრაინაში და შესაძლებელია, ჩვენთანაც მოხდეს. - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.