უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენს ქვეყნაში 3 600-ზე მეტი ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა
რუსული ბიზნესები საქართველოში-უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე ჩვენს ქვეყნაში 3 600-ზე მეტი ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. მონაცემები "აი ფაქტმა" გაასაჯაროვა.
არსებობს ეჭვი, რომ ევროპულ სანქციებს გამოქცეული რუსი ბიზნესმენები საქართველში ამ შეზღუდვების თავის არიდებას ახერხებენ. ამ ადამიანების გაფილტვა და იდენტიციფირება კი სუსი-ს მოვალეობაა, რასაც სავარაუდოდ, ლულუაშვილის უწყება არ ახდენს.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება მოისურვა რუსეთის 3656 მოქალაქემ. მათი უმრავლესობა არის ინდმეწარმე და მხოლოდ 184 არის შპს. ისინი დარეგისტრირდნენ წარმატებით. მხოლოდ 30 მათგანს ეთქვა რეგისტრაციაზე უარი. ხშირად არის, რომ უთითებენ საქმიანობის ნებისმიერ ტიპს, რაც ასევე არ გამორიცხავს, რომ მათ შეიძლება დაიწყონ ვაჭრობა, დაიწყონ საქართველოში პროდუქციის იმპორტი, შემდეგ რეექსპორტი აქედან რუსეთში და სწორედ აქ არის რისკი, რომ არ აღმოჩნდეს ისე, თითქოს სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ვეხმარებით, რომ აარიდონ თავა აი, ამ პრობლემებს და ჩვენგან მოხდეს რუსეთში პროდუქციის შეტანა, - აცხადებს ,,აი ფაქტის" მკვლევარი, მაჩო ღოღობერიძე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური ოპონენტების დევნით არის დაკავებული და უწყებაში არ ხდება რუსი ბიზნესმენების ფილტრაცია.
რეგისტრაცია ბიზნესების უნდა შეჩერებულიყო სხვა ღონისძიებებთან ერთად, რადგან ეს დაგვიცავდა შესაძლო ხვრელების გაჩენისგან. ასეთი მასობროვი ხვრელები, ასეთი მასობრივი რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ სანქციებს არ ვუწესებთ, არა თუ ხელს არ ვუშლით, არამედ ხელს ვუწყობთ რუსული ბიზნესის აქ განვითარებას, - ამბობს ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ფირმების დარეგისტრირებით კანონმდებლობას არ არღვევენ და უცხოური ბიზნესის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.