სააკაშვილი საკვებს საერთოდ ვერ იღებს - აღდგენითი კვებითი თერაპიის ჩატარება ვერ ხერხდება

19.05.22 11:19
სააკაშვილი საკვებს საერთოდ ვერ იღებს -  აღდგენითი კვებითი თერაპიის ჩატარება ვერ ხერხდება

მიხიელ სააკაშვილი კლინიკაში საკვებს საერთოდ ვერ იღებს. "ვივა მედში" ექიმებმა მიიღეს გადაყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტს აღდგენითი კვებითი თერაპია ჩაუტარდეს, თუმცა ამ ეტაპზე კვებითი თერაპია ვერ ტარდება. დამოუკიდებელი ექიმი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი თერაპიის ჩატარების გამოცდილება საქართველოში არცერთ კლინიკას არ აქვს, ამიტომ სასწრაფოდ  უნდა მოხდეს პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანა. 

კვებითი აღდგენითი თერაპიის გამოციდლება საქართველოში საერთოდ არ არსებობს, რაც ჩატარდა გორის ჰოსპიტალში მივიღეთ მხოლოდ პაციენტისათვის საზიანო შედეგი. ეს არის მედიცინის თამაში, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში და "ვივა მედში" ატარო აღდგენითი კვებითი თერაპია. 

 ვითხოვთ კატეგორიულად ინსტრუმენტულ კვებას, რომელიც დღემდე არ არის ჩატარებული. პაციენტი უნდა იყოს სასწრაფოდ გადაყვანილი საზღვარგარეთ ადეკვატური დიაგნოსტიკა-მკურნალობისათვის. პაციენტთან უნდ აიქნას დაშვებული ექსპერტთა ჯგუფი, რათა ჩატარდეს მედიცინის სტანდარტებთან შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი 

მსგავსი სიახლეები