პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - NGO-ები დერეკ შოლესშეხვდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოშია - მაღალჩინოსანი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. არასმათბრო სეტქორმა ამერიკელ მაღლჩინოსანს საქართვლოს ხელისუფლების მხირდან არადემოკრატიულ მმარვლობაზე კონკრეტული ფატების შესახებ მიაწოდა, საუბრის თემა იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასმართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე.
მათ განსაკუთრებულად შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორ იმართება რეალურად სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. ჩვენი მხრიდან იყო წამოჭრილი საკითხი როგორ უნდა იყოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში", - თქვა სიმონიშვილმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი, ეკა გოგაური ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღება "მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე გამახვილდა.
ჩვენი ძალიან დიდი შიშია, ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, შეიძლება ვერ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა ამას სერიოზულად არ განიხიილავს. მე ვიუსაუბრე ნიკა გვარამიას საქმეზე, რადგან ეს არ არის განყენებული საქმე, ნიკა გვარამიას დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული მედიაგარემოსთან, ეს დაკავშირებულია ჩვენს მართლმსაჯულებასთან და ეს პირდაპირ არის დაკავშირებულიიმასთან, როგორ თუ როგორ ებრძვის ქართული ოცნება განსხვავებულ აზრს"- თქვა გიგაურმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია.