"ოცნებამ" მამალაძე დააბრუნა, ველოდებით, ასლან აბაშიძისა და იგორ გიორგაძის დაბრუნებას - ოპოზიცია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის საქართველოში ჩამოყვანას ეხმაურება.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ლევან მამალაძეს "რაღაცნაირად გაძლიერებაში" გამოიყენებს:
"ლევან მამალაძემ ოცნებას რა უნდა უშველოს, მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, აქამდე რატომ არ ჩამოვიდა. მალე ალბათ ასლან აბაშიძეს, იგორ გიორეგაძესსაც დააბრუნებენ. ესენი ქოციზმის მიმდევრები არიან. შესაბამისად, როცა ეს კაცი ამბობს, რომ პოლიტიკასთან ახლოს ვინები, ეს იმას ნიშნავს, რომ "ოცნების" გაძლიერებას რაღაცნაირად ხელს შეუწყობს"- განაცხადა ცისკარიშვილმა.
"გირჩს" ლიდერი, იაგო ხვიჩია კი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ამნისტია, უნდა შეხებოდა მათ, ვინც ციხეში იხდიან სასჯელს. ამასთან პოლიტიკოსი ამბობს, რომ "19 წელი დევნილობაში ყოფნა, არცერთ შემთხვევაში პატარა სასჯელი არ არის".
"არ ვიცი მამალაძე გამოადგება თუ არა რამეში, მაგრამ ქართული ოცნება ზოგადად ყველაფერს იყენებთ თავისი მიზნების მისაღწევად"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების გაქცეული მაღალაჩინოსანი თბილისში "ტვ პირველმა" გუშინ დააფიქსირა. მრავალი მილიონის დატაცებისთვის მსჯავრდებული ლევან მამალაძე რომელიც ქვეყნიდან 2003 წელს გაიქცა და 17 წლით პატიმრობა ჰქოდან მისჯლი, "ქართული ოცნების" ამნისტიის შედეგად უკან დაბრუნდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებამ" ამნისტია საგანგებოდ შევარდენძის ხელისუფლების მაღლცნოსნებისთვის გამოცახდა და 2004 წლამდე ჩდენილი დანასაულებებისთვის ყველას ყველაფერი აპატია.
საქართველოში დაბრუნებული მამალაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში შესვლას, თუმცა პოლიტიკასთან იქნება.