"ვიმედოვნებ, სასიკვდილოდ არ გაწირავენ" - დავით სააკაშვილი ძმის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტს კვლავ ციხეში არ დააბრუნებენ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პაციენტის სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასი იქნება.
გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ვიმედოვნებ, რომ არის ჭორი თუ ადამიანის გაწირვა უნდათ და ადამიანს გაიმეტებენ სასიკვდილოდ იმ შემთხვევაში ეს იქნება სიმართლე, საუბარი უნდა იყოს მის საერთოდ წაყვანაზე საზღვარგარეთ კლინიკაში, სადაც იციან ასეთი ტიპის მკურნალობა. კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებული შეიძლება იქნას იმისათვის, რომ გახდეს ტრანსპორტაბელური და წაყვანილ იქნას ნორმალურ კლინიკაში ევროპაში", - ამბობს დავით სააკაშვილი.