ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს ამერიკის ელჩი, როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინ ხო ეგულებოდა დასაყრდენად? - ნაცვლიშვილი

19.05.22 13:50
ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს ამერიკის ელჩი, როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინ ხო ეგულებოდა დასაყრდენად? - ნაცვლიშვილი

ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს ამერიკის ელჩი? როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინ ხომ ეგულებოდა დასაყრდენად? -  ასე აფასებს ანა ნაცვლიშვილი ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის, სკანდალურ განცხადებას. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც არასამთავრობო სექტორს, თავისი ღირებულებები ამ წლების განმავლობაში არ შეუცვლია, თეა წულუკიანი კი 18 გრადუსით არის შემოტრიალებული. 

ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს დასავლეთი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ხელფასს ერთ-ერთი დასავლური ინსტიტუციისგან იღებდა. რა თქმა უნდა, თეა წულუკიანზე არ დგას საქართველოს იმიჯი, მაგრამ ერთიანობაში თუ შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წვეთ-წვეთად და სისტემურად აღვივებენ საქართველოში დასავლეთის საწინააღმდეგო მენტალობას" - აცხადებს ნაცვლიშვილი. 

 ღარიბაშვილის მოადგილე, თეა წულუკიანი, ქვეყნის მეგობრებს ევროკავშირიდან და ამერიკიდან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. წულუკიანი სამთავრობო არხზე ამბობს, რომ "უცხოელების ვიწრო" ჯგუფს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საქართველოს მთავრობის "გადაყირავების" ინტერესი აქვს. 

მსგავსი სიახლეები