მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ადვოკატი არ შეუშვეს

19.05.22 15:23
მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში  ადვოკატი არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივა მედში" მისი ადვოკატი არ შეუშვეს. შოთა თუთბერიძეს რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ შესვლის ნებართვაზე ზარს ელოდნენ.კლინიკაში ასევე არ შეუშვეს  დეპუტატი ეკა ხერხეულიძე.

წინასწარ აღებული წერილობითი თანხმობების პირობებში მე და პარლამენტის ერთ-ერთი წევრი ველოდებით ვიღაცის დარეკვას პენიტენციური სამსახურიდან ან რომელიმე სხვა ჩინოვნიკისგანიმისთვის, რომ შეგვიშვან. ეს ნიშნავს ეფექტურად უარის თქმასადვოკატთან შეხვედრის უფლებაზე. ეს არის სახე როგორ მუშაობს   დღევანდელი ქართული ბიუროკრატია, როგორ არის ორიენტირებული ხელოვნურად შექმნილი ბარიერეის დადებაზე ყველა მოქალაქისთვის და სამწუხაროა, რომ ამგვარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

მსგავსი სიახლეები