სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია - ჟურნალისტების აქცია დერეკ შოლეს შეხვედრების პარალელურად
საქართველოში დამოუკიდებელი მედია, განსხვავებული აზრი და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია - საქართველოში ვიზიტად მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი გზავნილი გადასაცეს, სადაც დეტალურად წერია ქვეყენაში მედიის მძიმე მდგომარეობაზე.
კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტები "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" შეიკრიბნენ, სადაც დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
"თავისუფლება ნიკას, თავისუფლება მედიას", "მთავარი თავისუფლებაა", "Oligarch vs Democracy", "დაასანქცირეთ ოლიგარქი".
ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებამ ცხადყო, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ თუ ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობა არ მოეწონება, რაღაც ბრალს შეგვითითხნიან და მერე რომელიმე მონა მოსამართლე გამოვა ისე, რომ ხელი არ აუკანკალდება, გადაწყვეტილებას მიიღებს და ციხეში გაგვიშვებს.
ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი სათქმელი ხმამაღლა გაისმას"- განაცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ.