Why don't you really do that, მართლა რატომ არ შეუშლით ხელს ივანიშვილს? - ზურა ჯაგარიძე დერეკ შოლეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან შეხვედრიდან გამოსული "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დერეკ შოლეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა და აღნიშნა, მართლა რატომ არ შეუშლის ხელს ამერიკა ოლიგარქს.
ეს კაცი, ანუ ზემოთ მთაზე რომ ცხოვრობს, მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების თუ ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში რაღაც გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვაში, ხელს უშლის ნახატების გამოტანაში, ჩემი ნათქვამი იყო Why don't you really do that, რატომ არ იზამთ მართლა, მართლა რატომ არ შეუშლით ხელს?" - განაცხადა ჯაფარიძემ.