ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვითარება ტყვეობაში უსამართლოდ მყოფი სააკაშვილის სასარგებლოდ მალე შეიცვლება - მელია

19.05.22 16:00
 ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვითარება  ტყვეობაში უსამართლოდ მყოფი სააკაშვილის სასარგებლოდ მალე შეიცვლება - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  მრჩეველთან  დერეკ შოლესთან შეხვედრა ოპტიმისტური განწყობით დატოვა. 

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, - თქვა მან. 

ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ამერიკელ მაღალჩინოსანთან ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი.

პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს  უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი" - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაბრუნდება ტელევიზიაში. 

თუ ვინმე არის ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიაწარმომადგენელი და ეს იყო პირველი შემთხვევა, აქამდე გვინახავს აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობაში, მაგრამ უფრო შორს წავიდა "ოცნება" და ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს და ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაგიბრუნდებათ თქვენ ტელევიზიაში" - თქვა  ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები