ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა - გიული ალასანია
"ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის სანახავად გიული ალასანია შევიდა. გიული ალასანიამ შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ექიმებით კმაყოფილია, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ მისი შვილის გადაყვანა საზღვარგარეთ აუცილებელია.
ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით, ყველაფერი რაც უკეთდება მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა და ძალიან ბევრი დიაგნოზი და ბევრი გამოკვლევაა საჭირო. ეს არ ცვლის იმ ძირითად მიზეზს, იმას რომ ადამიანი ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს . მე მგონია, რომ გარემოს შეცვლა - გაყვანა რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს", - თქვა გიული ალასანიამ.