გადაუვადებენ თუ არა სააკაშვილს სასჯელს - გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს

20.05.22 11:22
გადაუვადებენ თუ არა სააკაშვილს სასჯელს - გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს

გადაუვადებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს - იუსტიციის სამინისტრომ  გადაწყვეტილების მიღება მურუსიძის სასამართლოს დააკისრა. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს 3 საათზეა ჩანიშნული. რა გადაწყვეტილებას  მიიღებს მოსამართლე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, სწორედ დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი. 

ყოფილი გავლენიანი მოსამართლეები ამბობენ, რომ  კვალიფიკაციის დრო ახლა არ არის და ყველა მოსამართლემ გადაწყვეტილება ინდივიდულაურად უნდა მიიღოს. ყოფილი მოსამართლეები მოქმედ მოსამართლეებს მოუწოდებენ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.


ეს არის მინიმალური პროფესიული კეთილსინდისიერების საკითხი და მართლა ადამიანური საკითხია, პროფესიის მიღმა საკითხია. ამას ჩემთვის გავაკეთებდი პირველ რიგში, როგორც მოსამართლე, გავაკეთებდი საკუთარი თავისთვის, არა მხოლოდ იმისთის, რომ ზედმეტი კითხვები არ ყოფილიყო ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით, არამედ პირველ რიგში, საკუტარ თავთან, როგორც ადამიანთან ვყოფილიყავი, რაღაიცნაირად სიმშვიდე მქონოდა როგორც ადამიანს... მხოლოდ იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ისინი ამ და სხვა საქმეებშიც შეძლებენ იმ პოლიტიკურ წნეხს თუ სხვა ტიპის არაჯანსაღავ ზეგავლენებს გაუძლონ და საკუტარი სინდისისი და პროფესიული ღირსების შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება, - ამბობს ყოფილი მოსამართლე. 
 

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა ღონე უნდა იხმაროს.

არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის, რომ მთავრობამ დაამტკიცოს, რომ იგი ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. მათ შორის, ეს არის, რა თქმა უნდა, უცხოეთში მკურნალობა, მათ შორის, ეს არის, რასაც ასევე მოყვება გადავადება  და ა.შ., მაგრამ მთავარი არის ის, რომ თუკი ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ იგი ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, მაშინ რატომ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი, ხომ? ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ისინი იმ სერვისს ვერ სთავაზობენ, რაც მას სჭირდება, ამტომ, რა თქმა უნდა, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი პრაგმატულ, სწორ და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამბობს გიგაური. 

 

მსგავსი სიახლეები