ევროპარლამენტარებზე შეტევა გრძელდება - კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია

20.05.22 11:46
ევროპარლამენტარებზე შეტევა გრძელდება - კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია

ევროპარლამენტარებზე შეტევა გრძელდება. თეა წულუკიანის შემდეგ ვიოლა ფონ კრამონს და კიდევ რამდენიმე ევროდეპუტატს  თავს ირაკლი კობახიძეც ესხმის. "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ კრამონი კრიმინალების მფარველოად მოიხსენია. 

სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს ასახელებენ აქ ნაციონალური მოძრაობა და იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის რაღაცა კონკრეტული პატარა ჯგუფი და სინამდვილეში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, იმიტომ რომ ევროპული ღირებებული არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა და როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი რასაც შენ გთხოვენ არის, კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები