"არ უნდა იქნეს განხილული როგორც დასავლეთზე მიზანმიმართული შეტევა" - სერგეენკო "ოცნების" გამართლებას ცდილობს
"ქართული ოცნების" პოლიტიკური იერიში ევროპარლამენტარებზე - მმართველი გუნდის წევრი, დავით სერგეენკო კი ირწმუნება, კონკრეტული ევროდეპუტატების კრიტიკა დასავლეთზე მიზანმიმართულ შეტევად აღქმული არ უნდა იყოს.
თუკი გამოითქმევა კრიტიკა რომელიმე პოლიტიკოსზე თუნდაც ის დასავლეთის ინსტიტუციის წარმომადგენელი იყოს, ეს არ უნდა იქნეს განხილული როგორც დასავლეთზე მიზანმიმართული შეტევა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს და ეს პოზიცია არ უნდა იქნეს განზოგადოებული როგორც ქვეყნის პოლიტიკურ სწრაფვაზე რაღაცა საფრთხის შექმნა, - ამბობს სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს სიტყვიერად თავს პირველად თეა წულუკიანი დაესხა, რომელსაც ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში უპასუხა. ამის შემდეგ იერიში ევროდეპუტატზე "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ მიიტანა, რომელმაც კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია.