კენჭებს ესვრიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს - რომან გოცირიძე
"ქართული ოცნების" თავდასხმა ევროპარლამენტარებზე - ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დასავლეთს "კენჭებს ესვრის". ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი გუნდი რუსეთს კოჭს უგორებს და ივანიშვილის მავნებლურ პოლიტიკას აწარმოებს.
ებრძვიან დასავლეთს, ქვებს, კენჭებს ისვრიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით. რა თქმა უნდა, ეს ირიბად რუსეთისადმი კოჭის გაგორებაცაა და მავნებლობის პოლიტიკა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს. ეს ყველაფერი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირადი ძალაუფლებისა და მისი ფინანსების, ქონების შენარჩუნების მიზანს, - ამბობს რომან გოცირიძე
შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს სიტყვიერად თავს პირველად თეა წულუკიანი დაესხა, რომელსაც ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში უპასუხა. ამის შემდეგ იერიში ევროდეპუტატზე "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ მიიტანა, რომელმაც კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია.