გულდასაწყვეტია, როდესაც ევროპარლამენტარები არა ქვეყანას, არამედ კონკრეტულ პირებს გულშემატკივრობენ - იონათამიშვილი
თავდასხმების ახალი რეკორდი - წულუკიანის და კობახიძის შემდეგ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს მმართველი გუნდის სხვა წევრებიც ესხმიან თავს. რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ევროდეპუტატები არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პირების გულშემატკივრები არიან.
ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც გარკვეული პირები, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, არიან გულშემატკივრები არა კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის, არამედ კონკრეტული პირების. მე მახსოვს არაერთი კრიტიკული განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანები პოზიციას იცვლიან ხოლმე, - თქვა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს სიტყვიერად თავს პირველად თეა წულუკიანი დაესხა, რომელსაც ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში უპასუხა. ამის შემდეგ იერიში ევროდეპუტატზე "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ მიიტანა, რომელმაც კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია.