ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და რადიკალური ოპოზიციის ტექსტებით ალაპარაკდა - ქადაგიშვილი

20.05.22 13:44
ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და რადიკალური ოპოზიციის ტექსტებით ალაპარაკდა - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, მმართველი პარტიის სხვა წევრების მსგავსად ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს აკრიტიკებს. ქადაგიშვილის თქმით, კრამონი რადიკალური ოპოზიციის მსგავსი ტექსტებით საუბრობს. 

უცბად ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ  ტექსტით საუბარი, რა ტექსტითაც ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია, საუბრობს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს სიტყვიერად თავს პირველად  თეა წულუკიანი დაესხა, რომელსაც ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში უპასუხა. ამის შემდეგ იერიში ევროდეპუტატზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მიიტანა, რომელმაც კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია.   

მსგავსი სიახლეები