საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება - ალექსანდ ერმაკი
საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება-სკანდალური განცხადება პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის შეფმა, ალექსანდრ ერმაკმა ცოტა ხნის წინ ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა. ერმაკი პირდაპირ ამბობს, რომ მეორადი სანქციები არა აცდებათ ქვეყნებს, ვინც რუსულ თამაშს თამაშობს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, კითხვაზე, ითხოვს თუ არა უკრაინა სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც რუსეთს ეხმარება? უპასუხა, რომ სანქციების დაწესება მათ შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის არსებობს მისგან თავის არიდების საშუალება და მაგალითად საქართველო მოიყვანა.
ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების, თუ კომპანიების მცდელობა, ამ სანქციებს თავი აარიდონ.
ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია"- განაცხადა ერმაკმა.
პოდოლიაკისა და არახამიას შემდეგ ერმაკი უკრაინის მთავრობის მესამე მაღალჩინოსანია, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებები წუყენა.