კულტურის მინისტრმა კაბინეტი ჯანაშიას მუზეუმში, ექსპონატების გვერდით, მოიწყო
თეა წულუკიანმა კაბინეტი პირდაპირ ჯანაშიას მუზეუმში, ექსპონატების გვერდით მოიწყო, ხოლო მეცნიერ თანამშრომლების ნაწილი ავარიულ შენობაში გადაასახლა იქ, სადაც იტაკიც კი დაბზარულია. იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროში 5 მილიონის ღირებულების რემონტი ტარდება, წულუკიანმა ოფისი დროებით შეიცვალა.
მუზეუმის ეზო, სადაც მანქანებს პრაქტიკულად არ უშვებდნენ, ახლა მინისტრის პარკინგად იქცა. წულუკიანს არც კი აინტერესებს, რომ ავტომობილების მოძრაობისა და ხმაურის გამო ვიბრაცია საუკუნეების წინანდელ ნივთებს აზიანებს.
სიმონ ჯანაშიას მუზეუმის მოქმედი თანამშრლები ტვ პირველს უყვებიან, რომ მინისტრმა პირადი კაბინეტი მუზეუმის მესამე სართულზე მოიწყო, მთლიანი სართული გაათავისუფლა და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს დაუთმო.
სავარაუდოდ, მინისტრს წაკითხულიც კი არა აქვს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ დებულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ მუზეუმის შენობაში სხვა დაწესებულების ფუნქციონირება აკრძალულია. ხელოვნებათმცოდნებს რჩებათ განცდა, რომ მინისტრმა კაბიენტი პირდაპირ მუზეუმში ტირანიის გასაძლიერებლად მოიწყო.
წყარო ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან ,,ტვ პირველს" უყვება, რომ რეორგანიზაციის სახელით დაწყებული რეპრესიები გრძელდება და თანამშრომლების გათავისუფლება ისევ მიმდინარეობს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი ეროვნულმა მუზეუმმა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტეს.