რეაგირება კიდევ იქნება - მამუკა ახვლედიანი ვარამიას საქმის მოსამართლის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ არ ახსენდება, პრეცენდენტი, როცა აშშ-ის საელჩოს მოსამართლე საერთაშორისო პროგრამიდან მოეხსნა.
ახვლედიანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან ამოღებას ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
ყოფილი მოსამართლე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეებთან ერთად მათ ოჯახის წევრებიც დასანქცირდნენ:
ვიზიტამდე, ძალიან მოკლე დროით ადრე, ასე დემონსტრაციულად სიიდან ამღების პრეცენდენტი არ მახსენება. ეს არის მინიშნება იმ დაოკიდებულები, რომელიც ამ კატეგორიის მოსამართლეების მიმართ საელჩოები და ჩვენი მეგობრები იჩენენ. ფაქტობრივად, ნიშანია იმისა, რომ იქნება გარკვეული რეაგირებები და დარწმუნებული ვარ, იქნება არამარტო მოსამართეებზე, იქნება მათი ჯახს წევრებზე, ამიტომ ძალიან ბევრი თავიანთ გადაწყვეტილებებზე უნდა დაფიქრდეს.
ცუდი რაც შეიძლებამოხდეს მოსამართლის მიმათ, ეს მისი ავტრტეტია და როცა ასეთი რამ ხდება, ეს პირდაპირ მის ავტორტეტსა და ღირსებას ურტყამს"- აცხადებს ახვლედიანი.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს, კომენტარს არ აკეთებს.
"ტვ პირველის" კორესპდეტი მოსამამართეს საცხვრებელ სახან დახვდა, თუმცა ჩხიკვაძემ კომენტარი არ გააკეთა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.