„ბღუჯა ბღუჯა“ და სხვები - სად არიან დღეს ყოფილი ჩინოვნიკები, რომელთა თანამდებობები კორუფციულ სკანდალებს შეეწირა
სად გაქრა საქმეები ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ, ვისაც მთავარ პროკურატურაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის საქმის ფარგლებში დაატარებდნენ?! - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტ-გამომძიებელთა ჯგუფი დაინტერესდა, სად არიან და რას საქმიანობენ დღეს "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრები, რომელთა თანამდებობები სავარაუდო კორუფციულ სკანდალებს შეეწირა.
დგინდება რომ ისინი დიდ ფულს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე შოულობენ.
მაგალითად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსაშვილი ირწმუნება, რომ პროკურატურამ მას 2022 წლის 3 თებერვალს ოფიციალური ცნობა მისცა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიდის.
დიმიტრი ქუმსიშვილი დაკითხვაზე 2018 წლის 17 ივლისს დაიბარეს. მაშინ საქართველოს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და დიდი ოდენობით ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის საქმეზე მიდიოდა. ქუმსიშვილი დაკითხვაზე მარტო არ ყოფილა. პროკურატურაში მიიყვანეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძეც
დაალაგეს თუ არა ძველი გავლენებით საქართველოს პროკურატურასთან საქმე ყოფილმა ჩინოვნიკებმა? - ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი.