პრემიერის საგარეო წარუმატებლობა - ოპოზიცია "ოცნების" კრახზე საუბრობს

22.05.22 11:39
პრემიერის საგარეო წარუმატებლობა - ოპოზიცია "ოცნების" კრახზე საუბრობს

საგარეო წარუმატებლობას პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს. ბრიუსელიდან დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს დეზინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ოპონენტებს საქარათველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ და ყველა გზით ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

ოპოზიცია კი "ქართული ოცნების" კრახზე საუბრობს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლება შეცდომების გადაბრალებას ოპონენტებზე ცდილობს.

ვერ მოახერხებს ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძეები და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი მთლიანობაში, რომ ვინმეს დააბრალოს ის საშინელება, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ჩაიდინეს თუნდაც დასავლეთთან მიმართებაში. ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლება ახლა ცდილობენ გადამისამართება მოხდეს იმ ძალიან მძიმე რეალობის, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყანაში, - ამბობს დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიას ღიად ეწევა, ხელს სხვისკენ არ უნდა იშვერდეს. 

რეჟიმი ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გარემოცვა, რომელიც წლებია, მაგრამ განსაკუთღებულად ბოლო პერიოდია თვითონ საჯაროდ ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, პირდაპირ მტრებად აცხადებენ, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს  თავისუფალი სამყაროსი, არა მარტო ცალკეული ფიგურებს. უკვე მივედით იმ ზღვრამდე, რომ მთლიანად დასავლეთი ებრძვის ივანიშვილს და დასავლეთს, თვაისუფალ სამყაროს, შტატებს, ევროპას ადანაშაულებენ, რომ ჩენი ომში ჩათრევა უნდათ, პოლიტიკური და პუტინისტური ამოცანებისთვის. ეს ხალხი ვინმესკენ ხელს იშვერს იმაზე, რომ პრობლემა აქვთ მათ, როგორც ხელისუფლებას თავისუფალ სამყაროსთან?, - ამბობს ბოკერია. 

მსგავსი სიახლეები