პრემიერის რეგიონალური სპექტაკლები - ვინ არიან ღარიბაშვილის მეხოტბე ადამიანები

22.05.22 12:05
პრემიერის რეგიონალური სპექტაკლები - ვინ არიან ღარიბაშვილის მეხოტბე ადამიანები

პრემიერის რეგიონალური სპექტაკლები - "პირველებმა" გაარკვია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს  მოსახლეობის ნაცვლად შიდა ქართლში "ქართული ოცნების" პარტაქტივი და საჯარო მოხელეები დახვდნენ.

ხაშურის ცენტრში პრემიერ-მინისტრს ხაშურის მუნიციაპალტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა გელაშვილი დაახვედრეს. გელაშვილმა ღარიბაშვილს საქართველოში მშვიდობის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი დამსახურებით ქვეყანაში  ქალებს "ძაძები არ აცვიათ". 

საგანგებოდ მობილიზებული პარტაქტივი კარგად მომზადებული ვერ აღმოჩნდა. პრემიერს ასევე, ექთანი ლეილა ახალკაცი დახვდა. ახალკაცმა ხაშურის ახლადარჩეულ მერს აღმშენებლობისთვის მადლობაც გადაუხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეეშალა და თენგიზ ჩიტიაშვილის  ნაცვლად მადლობა პარლამენტის წევრს, ზაალ დუგლაძეს უთხრა.

რაც შეეხება კასპს, პრემიერს აქ სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი შორენა შეშაბერიძე დაახვედრეს. მან ღარიბაშილს მადლობა ასევე, მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთის გადაუხადა. 

შიდა ქართლში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ოპოზიცია უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

 პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლს გუშინ, 21 მაისს სტუმრობდა. 

მსგავსი სიახლეები