ვინ არის საქართველოს ევროკავშირში ინტერგარციის წინააღმდეგი - ქემოკლიძის განმარტება
ვინ არის ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრარციის წინააღმდეგია - პარტია "საქარათველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის სკანდალური განცხადება მისმა თანაგუნდელმა განმარტა. კახა ქემოკლიძის თქმით, ის შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, მის თანამოაზრეებს ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდათ.
თუ ოპოზიცია ასეთ ქმედებებს ახორციელებს და მათ შორის, სამთავრობო არხები, მათ შორის, საელჩო, მათ სორის, მთლიანად დიპლომატიური სპექტრი, მათ შორის, შენ ადმინისტრაცია და ამ ყველაფერს ვერაფერს ვერ უპირისპირებ, ე.ი. იმდენად ქმედუუნარო ხარ, რომ აბა, რა გინდა ხელისუფლებაში? ეს ადამიანები სხვებისგან იმით განსხვავდებან, რომ სახელმწიფო, ბოდიშით, და ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული აზროვნებით გამოირჩევიან. ჩემი თანაგუნდელი ქალბატონი ბუჩუკური საუბრობდა ზოგადად აღქმებზე. იმ აღქმებზე, რომლებიც მათ გარკველწილად გაუჩნდათ, უფრო სწორად, ეს შთაბეჭდილებები გაუჩნდა სხვადასხვა ევროპარლამენტართან ან ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან კომუნიკაციისას. თუ არსებობენ ოპოზიციის ასეთ წარმომადგენლები, ეს ქვეყნისთისაც პრობლემაა, - თქვა ქემოკლიძემ.