შეწყვიტეთ აგიტაცია ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ - კობახიძე ოპოზიციას

23.05.22 11:10
შეწყვიტეთ აგიტაცია ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ - კობახიძე ოპოზიციას

"ქართული ოცნების" მორიგი იერიში - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციაში ადანაშაულებს. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, "საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას". მისივე განცხადებითმ, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია  საქართველოს წინააღმდეგ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები