დასავლეთში "ოცნების" ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება უმაღლეს დონეზეა - ოპოზიცია
დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება უმაღლეს დონეზეა - ასე აფასებენ მმართველი პარტიის ოპონენტები იმ უპრეცენდენტო კრიტიკას, რასაც "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებისგან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში იღებს.
NATO-ს შტაბბინა, ევროკომისია, ევროპული საბჭო, ყველგან ერთი და იმავე პასუხს ვიღებდით, რომ "ქართულმა ოცნებამ" განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევარში არაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ქვეყანას ოდნავ მაინც მოეხდინა დემონტრირება, რომ სურს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სწრაფად ჩაერთოს"- განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ექსპრემიერის გუნდში კი ამბობენ, რომ პარტია ცდილობს, სტრატეგიული მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ ქვეყანა ევროკავშირში წევრობის სტატუსს იმსახურებს.
იმედგაცრუება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს ნიშნულზეა. ერთადერთი მიზანი სტატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრის იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა, რომ "ოცნება" რამდენად მიუღებელი არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს"- თქვა მიხეილ დაუშვილმა.
ენმ-ს წევრი, დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ოპოზიცია ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციაში დაადანაშაულა, წინასწარ გათვლილია, რადგან თუ ქვეყანას მოლდოვასა და უკრაინას ჩამოაცილებენ, ამ ისტორიულ წარუმატებლობას ივანიშვილის გუნდი მის დანაშაულს ოპონენტებს გადააბრალებს.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის მიღება არმიღების საკითხი დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, მათ შორის, მათ პოლიტიკურ რიტორიკაზე.
"ხელისუფლება განტევების ვაცს ეძებს"- თქვა გოცირიძემ.