,,ლელო" ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს

23.05.22 14:02
,,ლელო" ირაკლი ღარიბაშვილს  პარლამენტში იბარებს

,,ლელო" ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, პარასკევს, 27 მაისს, იბარებს.

ოპოზიცია ითხოვს, მიიღოს პასუხი - "რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად შავი ხვრელი".

"ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვადასხვა  უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს - პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე  კონკრეტული პასუხებით.

დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ-მინისტრისგან." - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

პრემიერს კანონი ავალდებულებს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები