ვისაც საქართველოს ევროპული გზა სურს, მან ეს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა მოიცილოს - გიგა ბოკერია
ასეთი იმედგაცრუებული დასავლეთი ,,ქართული ოცნებით" არასდროს ყოფილა. ივანიშვილის მემკვიდრეები რუსეთის მხარდამხარ იბრძვიან, ევროკავშირში გაწევრიანებას კი მიზანმიმართულად, არადემოკრატიული პროცესებით აფერხებენ-ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები.
საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვა სურს, უნდა იზრუნოს ამ არადემოკრატიული ხელისუფლების მშვიდობიანი გზით წასვლისთვის, მიაჩნია ,,ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერიას.
ახლა უნდათ, წარუმატებლობა საერთაშორისო ასპარეზზე დააბრალონ ოპოზიციას. ყველას, ვისაც უნდა, საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად იხილოს, ამისთვის ერთადერთი რამის გაკეთება შეუძლია, ამ რეჟიმის მშვიდობიანად მოცილებაში წვლილი შეიტანოს.
ყველამ, ვისაც სურს საქართველოს ევროპული გზა, უნდა იღვაწოს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებისგან ჩამოაშოროს - აცხადებს ბოკერია.