ცოლის მკვლელობა ავტობუსში - როინ მებონიას პატიმრობა შეეფარდა
როინ მებონიას, რომელსაც გამოძიება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავაბა, აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შოთაძის უწყება პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა.
ადვოკატი კი აცხადებს, რომ როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როინ მებონიას ბრალი გუშიუნ წარედგინა, დანაშაული, რომელსაც ახალგაზრდა კაცს ედავებიან, სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.