ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს ,,ოცნებისა" და ,,ენმ"-ს დეპუტატები დაუპირისპირდენენ

23.05.22 17:41
ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს ,,ოცნებისა" და ,,ენმ"-ს დეპუტატები დაუპირისპირდენენ

ხმაური პარლამენტის სესიაზე- დაპირისპირება ,,ენმ" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტით დადგენილი წესით დასაბარებელი მინისტრების სია გააცნო. 

ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, მმართველ პარტიას რეგლამენტი დაუწუნა, რასაც სხდომაზე შელაპარაკება და ხმაური მოჰყვა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ის 7 თვე გაახსენა, როცა ისინი პარლამენტში არ შევიდნენ და საკანონმდებლო ცხოვრებას ჩამოშორდნენ.

თქვენ რომ მოგეჩვენათ, თითქოს ახლა დავიწყეთ რეგლამენტის გამოყენება, შეგახსენებთ იმ ძვირფას 7 თვეს, როცა ვერ მოიცალეთ.

არა თუ რეგლამენტს არ იყენებდით, არამედ პარლამენტში საერთოდ არ მობრძანებულხართ!  - განაცხადა ოპოზიციის მისამართით არჩილ თალაკვაძემ.

საპასუხოდ ხატია დეკანოიძემ ხელისუფლების მისამართით ბრალდება გააჟღერა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად დახარჯული მილიარდებისა, პანდემიის პროცესი ვერ მართა.

ბატონო აჩიკო, კარგად გეტყობოდათ, როგორ მართეთ პანდემია, 7 მილიარდი რომ დახარჯეთ და საერთოდ რეალური ვერაფერი - თქვა ხატია დეკანოიძემ.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დრო არ ითმენს - სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსაკვლევია და ამიტომ პირველ რიგში დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს უნდა მოუსმინონ.

,,ოცნების" გადაწყვეტილებით, მინისტრის საათი პარასკევს გაიმართება, მაგრამ რიგში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან პრემიერს და  ეკონომიკის მინისტრსაც,  ჯამში 4 მინისტრს.

მსგავსი სიახლეები