,,ოცნების" რუხი კარდინალი საქართველოში დაბრუნდა - ლაშა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ უწყებაში მრჩევლის პოსტზე დანიშნეს

23.05.22 19:53
,,ოცნების" რუხი კარდინალი საქართველოში დაბრუნდა - ლაშა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ უწყებაში მრჩევლის პოსტზე დანიშნეს

,,ქართული ოცნების" რუხი კარდინალი დაბრუნდა-  ევროპაში რამდენიმე თვიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ  ხელისუფლებამ ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოში დააბრუნა.

წყარო ,,პირველებს" უყვება, რომ ნაცვლიშვილი ერთ-ერთ უწყებაში მრჩევლის პოსტზე დანიშნეს და ანაზღაურება მინიმუმ 7 ათასი ლარი ექნება.

ლაშა ნაცვლიშვილი 2012 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ,  2012-2013წწ. კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.

იყო  "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

 

 

მსგავსი სიახლეები