დაუშვებენ თუ არა საკაშვილთან ექსპერტიზას - გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს უნდა გამოაცხადოს
გაბედავს თუ არა სასამართლო მიხიელ სააკაშვილთან სამედიცინო ექპერტიზის დაშვებას - გადაწყვტილებას რამდენიმე წუთში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გამოაცხადებს. სწორედ ექსპერტზის დასკვნაზე იქნება დამოკიდბეული გადავადდება თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენეტს სასჯელი და გაუშვებს თუ არა ხელისუფლება მას სამკურნალოს ქვყენის ფარგლებს გარეთ.
თავად მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას კლინიკაში მოისმენს.
დაპატიმრებული პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე არ მიიღოს.
ბუნებრივია, რაიმე ტიპის მოლოდინი, რომ სასამართლოში რამე შეიცვალა და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დღეს გვექნება, არ არსებობს, თუმცა ის, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს არ იქნება და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან, - აღნიშნა თუთბერიძემ.
საქალაქო სასამართლოში მივიდა ცენტრ "ემპათია"-ს ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც. ჯიშკარიანმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს სამართლინი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი უკანონობა, რასაც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის მინისტრი ჩადიოდა. ასევე, რაც მოსამართლე ჩახნაშვილმა ჩაიდინა, რომ 48 საათში არ მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებას, მე მას მინდა მოვუწოდო, კანონის ჩარჩოში ჩაეტიოს და აღასრულოს კანონი, - თქვა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ვივამედში" 13 დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ექპრეზედენტის მდგომაროება კრიტიკულია, ვერ იღებს საკვებს და უჭირს გადადაგილება.