ევროკავშირში ინტეგრაცია და ხელისუფლების ნაბიჯები - პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება

24.05.22 11:24
ევროკავშირში ინტეგრაცია და ხელისუფლების ნაბიჯები - პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება

ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია და ხელისუფლების ნაბიჯები - პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანოა. სესია, რომლიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, 17:00 საათზეა დაანონსებული. ოპოზიციას ხელისუფლებასთან მწვავე კითხვები აქვს, შეკითხვები აქვთ თავის მხრივ, მმართველი პარტიის წევრებსაც. 

მთავარ საკითხზე ვიმსჯელებთ, რაც ახლა არის, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მთავარი საკითხი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რაც ყველაზე მტავარია, ეს კანდიდატის სტატუსი, რომლის მინიჭების ისტორიული შანსი გვაქვს და როცა ამ დროს "ქართული ოცნება" პირიქით, უკან დგამს ნაბიჯებს და არა წინ. აი, ამაზე გევქნება მსჯელობა და ბევრ კითხვაზე მოუწევს "ქართულ ოცნებას" გასცეს პასუხი, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივა "სტრატეგია აღმაშენებლს" ეკუთვნის. ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ  ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ოპოზიციის არცერთ ინიციატივას არ განიხილავდნენ, მმართველმა გუნდმა ამ შემთხვევაში, ოპონენტების ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

 

მსგავსი სიახლეები