ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადადო - ხმაური სასამართლოზე
ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადადო.
კოჭლამაზაშვილისთვის ადვოკატების არგუმენტები "მკაფიო" არ აღმოჩნდა.
"ეს არგუმენტაცია საკმარისი არ არის მისი პოზიციის გასაგებად", - თქვა ბადრი კოჭლამაზაშვილმა. დღევანდელ პროცესზე სააკაშვილს უფლებადამცველები მოსამართლეს "პიჯაკების საქმის" მტკციბულებების გამოკვლევის გადადებას თხოვდნენ თუმცა, მოსმართლემ პროცესი სრულად გადადო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლემ მესამე პრეზიდენტის სხდომა პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადადო.
ადვოკატები ბოლო ორი სასამართლოა, ითხოვდნენ მოსამართლის პოზიციას, მოესმინათ - დაუშვებდნენ თუ არა სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან პალატაში.
"სირცხვილია" - უთხრეს ადვოკატებმა კოჭლამაზაშვილს. მოსამართლის გადაწყვეტილება დარბაზში მყოფმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ერთ-ერთი მათგანი დარბაზიდან გააძევეს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 15 ივნისს გაიმართება.