ტრაგიკომედიაა ის მიზეზები, რომელსაც მოსამართლედ წოდებული კოჭლამაზაშვილი იგონებს - სააკაშვილის ადვოკატი

24.05.22 13:21
ტრაგიკომედიაა ის მიზეზები, რომელსაც მოსამართლედ წოდებული კოჭლამაზაშვილი იგონებს - სააკაშვილის ადვოკატი

„ჩვენ რეალურად თვალს ვადევნებთ ტრაგიკომედიას. ნამდვილად სასაცილოა ის მიზეზები, რომელსაც მოსამართლედ წოდებული ბადრი კოჭლამაზაშვილი იგონებს"- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის  პროცესი გადაიდო.

მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რას გავაკეთებთ იმიტომ, რომ რამდენჯერმე მოხდა პოზიციის ცვლილება - თავიდან რომ რაღაც მოიგონეს, იმის მერე შევეცადეთ, შესაძლებლობა არ მიგვეცა, მაგრამ სასამართლოს ამ საქმეზე და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რაც არ უჭირს, ეს ფანტაზიაა. მათ არ ელევათ საშველებები დარბაზიდან გაქცევის"- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს უნდა ეთქვა,  დაუშვებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტებს, თუმცა კოჭლამაზაშვილმა სხდომა 15 ივნისამდე გადადო. 
 

მსგავსი სიახლეები