რატომ დაბლოკეს გვარამიას საქმის მოსამართლის ვიზიტი აშშ-ში - კობახიძე ამერიკის საელჩოს განმარტებებს სთხოვს

24.05.22 13:35
რატომ დაბლოკეს გვარამიას საქმის მოსამართლის ვიზიტი აშშ-ში - კობახიძე ამერიკის საელჩოს განმარტებებს სთხოვს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოში ამერიკის საელჩოზე ახალი პოლიტიკური იერიში მიიტანა. ირაკლი კობახიძე ითხოვს განმარტებებს, რატომ დაბლოკა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ვიზიტი ამერიკაში. მისი თქმით, თუ აშშ-ს საელჩო განმარტებას არ გააკეთებს, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოსამართლის დისკრიმინაციის მცდელობა რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგიაა. 

ბუნებრივია, ამერიკის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს  წარმომდგენლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასდროს იკადრებდა. მე ამის ღრმად მწამს. სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს აშშ-ს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა.

თუ საელჩო შესაბამის განცხადებს არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაციაა. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმების ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც "მთავარი არხის" დამფუძნებელს 3 და 6 თვით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა, აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. 

მსგავსი სიახლეები