ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში - კობახიძე
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წერილი, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლებას გაუგზვნა და უკრაინის თანადგომისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა, თბილისში უპასუხოდ დატოვეს. "ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ უკრაინს მხარდასაჭერად არ გააკეთა, არის ის, რომ ომში არ ჩაერთო.
ბლინკენის წერილში უკმაყოფილება არ არის გამოხატული. საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა ტან შესაძლო მაქსიმალური მხარადჭერა. ეს არის პირდაპირ ნათქვამი. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში და ქართველი ხალხი არ ცავაყენეთ იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი. დამატებით რა გავაკეთოთ? სამხედროები გავგზავნოთ? ცხინვალს თავს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ?, - თქვა კობახიძემ.