ოპოზიცია და მათი ევროპელი ლობისტები საქართველოს დასჯას ცდილობენ- მამუკა მდინარაძე
,,ქართული ოცნების" მორიგი თავდასხმა ოპონენტებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, აზრით, ქართული ოპოზიცია და მათი ევროპელი ლობისტები ცდილობენ, საერთაშორისო ასპარეზზე ისე გაუფუჭონ სახელი ჩვენს ქვეყანას, რომ ევროკავშირში მიღებაზე პრობლემები შეგვექმნას.
ჩვენი ოპონენტები და მათი ევროპელი ლობისტები ცდილობენ, საქართველო დაისაჯოს იმისათვის, რომ ომში არ ვერთვებით. მე ეს ვერ წარმომიდგენია, რომ იყოს ევროკავშირში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამას ყოველთვის გავიმეორებ. - აცხადებს მდინარაძე.