ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - სასამართლოში 6 მაისის აქციაზე დაკავებულების პროცესი დაიწყო
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის სასამართლოში - ამ წუთებში მოსამართლე 6 მაისს მთავრობის სახლთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეს განიხილავს.
გომელაურის უწყება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებსა და დეპუტატებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა. ადვოკატების განმარტებით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოზე დღეს განიხილებოდა ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოების დეპუტატთა საქმე. გომელაურის უწყება მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებას, დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა, წარმოდგენილ ვიდეომასალაში ისმის მხოლოდ ფრაზები, ,,ბორინკა, წადი" და პუტინის გინება.
პროცესის მიმდინერეობისას ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ, მოსამართლეს მიკერძოებული უწოდა.
ეს არის პოლიტიკური სასამართლო და თქვენ ხარ მიკერძოებული მოსამართლე- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.