ბლინკენის მწვავე გზავნილი ხელისუფლებას - რა გაიგო "ოცნებამ"
აშშ-ს სახელმფო მდივნის წერილს "ქართული ოცნება" კონკრეტულ პასუხს ისევ ვერ სცემს. მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე, ენტონი ბლინკენს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თუმცა ვერაფერს ამბობს წერილის მეორე ნაწილზე, სადაც საუბარი უკრაინის დახმარების დაჟინებულ მოწოდებს ეხება.
სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, საქართველო უკრაინის მხარდსაჭერად ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, თუმცა იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში რუსეთის აგრესია აღარ განმეორდეს.
მინდა, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.
რა თქმა უნდა, აშშ არის საქართველოს N 1 სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, საქართველო აკეთებდა ყველაფერს და გააკეთებს მომავალშიც უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად იმ რისკების გათვალისწინებით ასევე, რომ საქართველოშიც არ განმეორდეს რუსეთის სამხედრო აგრესია და ომი, - განაცხადა თალაკვაძემ.