ივანიშვილის კომპანია აბასთუმანში დაშავებულ მუშასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს

24.05.22 17:10
ივანიშვილის კომპანია აბასთუმანში დაშავებულ მუშასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს

ბიძინა ივანიშვილის კომპანია აბასთუმანში დაშავებულ მუშასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. კომპანია "ელიტა ბურჯში" "პირველებს" ეუბნებიან, რომ ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან გამდოვარდნილი მუშა მათი თამნაშრომლი არასდროს ყოფილა. 

ველაპარაკე ადმინისტრაციას, კადრებს და მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომელი არ არის. მეტი როგორ გითხრათ? არ არის ჩვენი თანამშრომელი, - ამბობს "ელიტა ბურჯის" წარმომადგენელი. 

განსხვევბულია ინფორმაცია, რომელსაც ადგილზე დასაქმებულები ავრცელებენ. მათი თქმით, გიორგი ჯანყარაშვილი კომპანია "ელიტა ბურჯმა " აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოებისთვის 5 დღის წინ  დაიქირავა და ივანიშვილის ობიექტზე ჩაიყვანა.

ამასთან, მუშები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გამორიცხული  არ არის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილიყო. 

შეგახსენებთ, რომ  აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან, მუშა გადმოვარდა. 38 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ხერხემალი აქვს  დაზიანებული. თავადაპიველად დაშავებული ახალციხის კლინიკაში  მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ის კასტროფის ბრიგადამ თბილისში  გადმოიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი 25  მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. 

მსგავსი სიახლეები