ნუ მიჰყვებით ოლიგარქს პოლიტიკურ საფლავში! გამოდით პარლამენტიდან - შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას
შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს -,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ,,ოცნების" მაშველი რგოლის ფუნქცია აქვს.
შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ევრონტეგრაციის საკითხეც ისაუბრა.
როგორც შევიტყვე, ოპოზიცია ემზადება ბრიუსელში ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად ვიზიტისთვის, რათა დაარწმუნონ ევროპა, მიგვიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მაშინ, როცა იციან, ამის შანსიც არ გაგვაჩნია.
პარლამენტში მჯდომი მეგობრები, აბსოლუტური უმრავლესობა მათი, ყველა არა, ასრულებს მაშველი რგოლის ფუნქციას რეჟიმის მეთაურ დიქტატორ ივანიშვილის გადასარჩენად.
მეგობრებო, ნუ მიყვებით ოლიგარქს პოლიტიკურ საფლავში! გამოდით პარლამენტიდან!- განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.