,,ოცნება" სასამართლოს ძლიერი ოპოზიციის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აკონტროლებს- იან კელი
,,ოცნება" სასამართლოს ძლიერი ოპოზიციის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აკონტროლებს - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დეივიდ კრამერი, უცხოეურ გამოცემაში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერენ.
უცხოელი დიპლომატები თავიანთ ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია;
გარდა ამისა, ავტორების მოსაზრებით, ,,ქართული ოცნება" ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, სრულად აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცველ სისტემებს, ამით კი არა რეალური მტრის, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვის.
ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი შემაწუხებელი ნაბიჯი წინა კვირას გადაიდგა, როცა მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს, ნიკა გვარამიას, პატიმრობა მიუსაჯა პოლიტიკურად მოტივირებულები ბრალდებების გამო.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ გვარამიას საქმე „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“ და არასწორ გზავნილს წარმოადგენს საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე.
„ქართული ოცნება“ აკონტროლებს სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს არა მხოლოდ თავისთვის სასარგებლო ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების უზრუნველსაყოფად, არამედ ძლიერი ოპოზიციის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
ოცნება“ აწარმოებს დევნის კამპანიას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დააპატიმრეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ციხეში მას ცუდად ეპყრობიან, ასევე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.- წერენ ამერიკელი დიპლომატები თავიანთ წერილში.
იან კელისა და დეივიდ კრამერის შეფასებით, ,,ქართული ოცნება" აწარმოებს კრემლის არგაღიზიანების პოლიტიკას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის მიხედვით, რამდენად გააფართოებს პოლიტიკა ინტეგრაციას დასავლურ ნორმებთან, არამედ იმის მიხედვით, გააბრაზებს თუ არა ეს დიქტატორს კრემლში.
პუტინის მსგავსად, „ოცნების“ ლიდერები, როგორც ჩანს, ომს ოპონენტებზე იერიშის მისატან შესაძლებლობად ხედავენ.
პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ,ბრძოლაში მყოფი უკრაინის მთავრობა ელჩის გაწვევისთვის გააკრიტიკა და დაადანაშაულა „კოორდინირებულ მცდელობაში, საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიოს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთქმულების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო „მეორე მარიუპოლი“ იქნებოდა. - აღნიშნულია წერილში.