ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი სიმპტომების ღვარცოფი - მედიკოსები სააკაშვილზე
"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი სიმპტომების ღვარცოფი" - ასეთ მძიმე პროგნოზს აკეთებს ნევროლოგი ოთარ თოიძე, რომელიც კლინიკა "ვივანედიდან" გამოგზავნილ სამედიცინო ისტორიას ფაეცნო.
მედიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს რამდენიმე დაავადება სჭირს, რომელიც შეიძლება, რამდენიმე ჯგუფად დაჯგუფდეს.
მულტიპროფილურ გუნდს მოვითხოვდით იმისთვის, რომ პაციენტს რამდენიმე დაავადება სჭირს, რომელიც შეიძლება, რამდენიმე ჯგუფად დაჯგუფდეს. პირველი და წამყვანი ეს არის კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რის გამოც მას საჭმილის მიუღებლობა, ღებინება და სხვა სიმპტომები აქვს. ეს ყველაფერი მას ძალიან ასუსტებს. მეორე ჯგუფის დაავადებები ეს ნევროლოგიური დაავადებები. მესამე რიგის დაავადება ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რაც ძირითადად პოსტტრამვულ სტრესულ აშლილობაში გამოიხატება.
მისი მდგომარეობა სტაბილურია, კიდია თითებზე, მაგრამ კრიტიკულია. ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი სიმპტომების ღვარცოფი"- ნევროლოგი ოთარ თოიძე.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი სამედიცინო ისტორიის გაცნობის შემდეგაც ამბობს, რომ ის პაციენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მომხრეა.
პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის საჭმლის მიუღებლობა. კუნთების განვლევა, მე მაინც მისი საზღვარგარეთ გადაყვანის მომხრე ვარ. იმდენი დიაგნოზია, იმდენი პატარ-პატარა პრობლემებია, რომელიც შეიძლება ერთ დიდ პრობლემაში გადაიზარდოს"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი სამედიცინო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს. რამდენიმე საათია ნიკოლზ ყიფშიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ექსპრეზიდნეტის სამედიცნო ისტორიას იკვლევს. 400 გვერდიანი დოკუემნტი მედიკოსებს კლინიკა "ვივამდემა" გუშინ გადასცა.