ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების და სამოქალაქო აქტივისტების საქმის განხილვას ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ადვოკატები ამბობენ, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ, რასაც პროცესზე ხმაური მოჰყვა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაკავებულების ინტერესების დამცველიმ სასამართლო დარბაზიდან გააძევა
არ შეიძლება, ალექსანდრე გოგუაძეს მოსამართლე ეწოდოს. ეს არის ნოტარიუსი. ისმენს აბსოლუტურ სიცრუეს და გადაწყვეტილებას ისე იღებს, რომელიც შეუძლებელია, ნორმალურმა ადამიანმა აიტანოს- აცხადებს დაკავებულების ადვოკატი.
ოპოზიციის მხადამჭერებს გომელაურის უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. 25 პირი სამართამცველებმა ბათუმში 6 მაისს გამართულ აქციაზე დააკავეს. ყველა მათგანის წინააღმდეგ მოწმე პოლიციელია.