საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია - პარლამენტში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან
პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს პარალამენტია, სადაც რამდენიმე წუთში პოლიტიკური დებატები იწყება. "ქართული ოცნება" დღევანდელ სხდომაზე დიდ ლუსტრაციას აანონებს. ირაკლი კობახიძე ორი დღეა იმუქრება, რომ ყველა იმ ოპოზიციონერი დეპუტატს პირადად ამხელს, ვინც ქვეყნის ევროინეტეგრაციას ხელს უშლის.
ოპოზიციასთან შეკითხვები აქვთ მმართველი პარტიის წევრებსაც. გიორგი ვოლსკისთვის გაუგებარია, რატომ აშორებს ევროპას კონკრეტული ადამიანების გასამართლება.
იმედი არსებობს, რომ იქნება კონსტრუქციული დებატები, მწვავე დაპირისპირება, თუმცა იქნება საქმიანი საუბარი, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც საზოგაოდების დიდ ნაწილს გააჩნია. მაგალითად, რატომ შეიძლება, რომ კონკრეტულ დანაშაულში მხილებული ადამიანის გასამართლება გვაშორებდეს ევროპას და მაგალითად, სერგო თეთრაძის წამება და მოკვდინება შეიძლება გვაახლოვებდა ევროპას, - ამბობს გიორგი ვოლსკი.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება დღეს მათზე თავდასხმას შეეცდება, მაშინ სჯობს, მმართველმა პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, როდესაც ამბობს, რომ ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
თუ ისეთ მდგომარეობაშა დღეს "ქართული ოცნება", რომ რომელიმე ოპოზიციონერის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სიტყვას უფრო მძმე წონა აქვს ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, გამოაცხადონ ვადამდელი არჩევნები და წავიდნენ სახლში. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, მაგალიტად, რომ ბრუნდება მიშელის შეთანხმებაში, ერთობლივი ვიზიტი შეიძლება გაიმართოს ბრიუსელში, სადაც ჩვენ ავუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ ყველას აზრია, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და მიშელის დოკუემნტის ფარგლებშ შესაბამისი რეფორმების განხორციელების ვალდებულებას დაადასტურებს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად, - თქვა ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
"სტრატგია აღმაშნებელის" წევრი, პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო ფორმატშ "ქართული ოცნების" მხილებას აანონსებს. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია როგორმე ევროკავშირში საქართველოს წევრის სტატუსტან დაკავშირებით უარი გვითხრან.
გადავწყვიტეთ, საპარლამენტო ფორმატში გვემხილებინა "ქართული ოცნება" იმ ვერაგობასთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული, რომ ცდილობენ, როგორმე უარი გვითხრან ევროკავშირში საქართველოს წევრის სტატუსტან დაკავშირებით, - ამბობს "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე.