"ხელისუფლება ჩემ ძმას მიზანმიმართულად კლავს" - მიხეილ სააკაშვილის ძმა
მიეცით პრეზიდინტს სიცოცხლის უფლება და გაუშვით სამკურნალოდ საზღვარგარეთ -მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა კობახიძე-ღარიბაშვილის ხელისუფლებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს, ამიტომ მის სამკურნალოდ ეტაპირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ. საპროტესტო ტალღის თარიღს სააკაშვილის ოჯახი მალე დააანონსებს.
მიხეილ სააკაშვილი ძმა აცხადებს, რომ აუცილებელია, მთელი საქართველო გარეთ გამოვიდეს, რათა მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არ მოხდეს.
,,ქართული ოცნების" მხრიდან ხდება მიშა სააკაშვილის მიზანმიმართული მკვლელობა. ამას ვერც ოჯახი, ვერც საზოგადოება ვერ შევეგუებით.
ვიბრძოლებთ, რომ რაც შეიძლება მალე მიშა გადაყვანილ იქნას უცხოეთში სამკურნალოდ.
ერთადერთი გზა, რომელიც ,,ქართულ ოცნებას" შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას, ეს არის ხალხის თანადგომა.
ყველა უნდა დავდგეთ ერთად. რიგითი მოქალაქეები ჩემთან მოდიან, ქუჩაქში და მეუბნებიან, გადადგით ნაბიჯი, რადგან არ გვყავს მოსაკლავი პრეზიდენტი.
რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს აქციის დაანონსება, ვინაიდან დრო აღარ ითმენს და ადამიანი გადასარჩენია. - ამბობს გიორგი სააკაშვილი